ტელეტექსტი განკუთვნილია ქართული ტოტალიზატორებისათვის, აგრეთვე ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ჩოგბურთის, ხელბურთის, ჰოკეისა და რაგბის ქართველი გულშემატკივრისათვის.
ესაა სამართავად ძალზედ მარტივი და ამავე დროს უაღრესად მოქნილი სისტემა თამაშების შედეგების ე.წ. ტელეტექსტის ფორმატით პერსონალური კომპიუტერის მონიტორზე ან მასთან მიერთებულ ტელევიზორზე ქართულ ენაზე გამოსატანად.
TeleText-ი ინტერნეტში მოიძიებს და თარგმნის (განახლებადი ლექსიკონის საშუალებით) მომხმარებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული ფეხბურთის, კალათბურთის, ჰოკეის, ხელბურთის, ფრენბურთის, რაგბის და ჩოგბურთის ლიგებისა და სხვადასხვა ტურნირების შედეგებს.
TeleText-ის ფანჯარაში ინფორმაცია გამოდის შვეულად (ქვემოდან ზემოთ და პირიქით) მცოცავი (Scroll Up, Down) რეჟიმით. მომხმარებლის მიერ შესაძლებელია შეიცვალოს ტექსტის მოძრაობის სიჩქარე, ტექსტის ფონი, ფერი და მოხაზულობა (Font).
სქრინშოთზე ტოტალიზატორის დასახელება შეგნებულად წაშლილია. ტელეტექსტს ექნება თქვენი ტოტალიზატორის სახელი.